ამ გვერდის ამობედვა

2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დაახლოებით 05:00 საათისთვის რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე მხრიდან შეიჭრნენ

დღეს, 24 თებერვალს ზუსტად ოთხი წელი გავიდა უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. ომმა ათეულობით ათასი უკრაინელის სიცოცხლე იმსხვერპლა, მილიონობით დევნილად აქცია და უკრაინის ბევრი ქალაქი და სოფელი გაანადგურა.

მაშინ, როცა კრემლი და მისი პროპაგანდისტები მუდმივად ლაპარაკობენ რუსული არმიის წარმატებებსა და სიძლიერეზე, რუსეთი მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებს უკრაინის იმ რეგიონებს, რომლებიც თავის ტერიტორიებად აქვს გამოცხადებული და შედეგად მიიღო საბრძოლო მოქმედებების საკუთარ ტერიტორიაზე გავრცელებაც.

 

2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დაახლოებით 05:00 საათისთვის რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ რუსეთის და ბელარუსის ტერიტორიებიდან და 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმიდან. რუსული არმიის მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთნენ შეიარაღებული ფორმირებები მოსკოვის მიერ კონტროლირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებიდან, რომელთა ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთმა უკრაინის ფართომასშტაბიან შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს აღიარა.

წაკითხვა 52 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 24 2026