პარტია „გახარია საქართველოსთვის“ - 20 ივნისს დაზარალებული, პროკურატურის მოწმე დაეთანხმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, 20 ივნისს დაზარალებული, პროკურატურის მოწმე დაეთანხმა სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია.
„დღეს, სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე არსებითი განხილვისას,გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ 20 ივნისს დაზარალებულს, პროკურატურის ერთ-ერთ მოწმეს კითხვით მიმართა, ეთანხმება თუ არა მოწმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომელიც ამბობს რომ გიორგი გახარიას და მის მოადგილეებს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, რაზეც მოწმემ განაცხადა, რომ ეთანხმება,“ - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით