სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „კოკაინი“ და 100 გრამი „კლეფედრონი”
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი: 1980 წელს დაბადებული მ.ც. და 1991 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს.
მათ ბრალი ედებათ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მითითებული ადგილიდან, სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – ნახევარ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, 100 გრამი ,,კლეფედრონი” და ფსიქოტროპული ნივთიერება ,,კეტამინი” ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიახლეები
- ,,გონზე არ არიან, ვისთან აქვთ საქმე, რომ შეიძლება ქართველ ხალხს უთხრან, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო?!"- შალვა პაპუაშვილი
- შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით მებაჟე ოფიცრებმა, სგპ სარფში ცეცხლსასროლი იარაღები აღმოაჩინეს
- ზამთრის წვნიანი
- ერთ-ერთ კაფეში აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,რა მადლობას, ან ბოდიშს უნდა ველოდოთ იმ ოფიციოზისგან, რომლებსაც დღემდე არ მოუხდია ბოდიში, გმირი პოლონელი ხალხისთვის''- გიორგი გამსახურდია უკრაინის რადას თავმჯდომარეზე