ამ გვერდის ამობედვა

აშშ-ისრაელის ოპერაციის შედეგად მოკლული არიან ირანის თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედო ოპერაციის შედეგად მოკლული არიან ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი აბდულრაჰიმ მუსავი.

მანამდე, ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა ორი მაღალჩინოსნის, ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის მრჩევლის, ალი შამხანის და შეიარღებული ძალების ელიტურ დანაყოფად მიჩნეული „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურის, მოჰამად პაკპურის სიკვდილი.

 

უფრო ადრე, 28 თებერვალს თეირანმა დაადასტურა ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი, რის შესახებაც მანამდე ისრაელი და აშშ იუწყებოდნენ.

წაკითხვა 81 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 01 2026