,,ოპოზიციის გაერთიანება არის პროცესის მაჩვენებელი – ჩვენ არ მოვმკვდარვართ, ცოცხლები ვართო, გამოვლენ ერთ-ორ მედიასაშუალებაში – იგინებიან, ილანძღებიან და ეს არის სულ''- გიორგი ვოლსკი
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ გაერთიანებას გამოეხმაურა.
„გაერთიანება არის პროცესის მაჩვენებელი – ჩვენ არ მოვმკვდარვართ, ცოცხლები ვართო. გამოვლენ ერთ-ორ მედიასაშუალებაში იგინებიან, ილანძღებიან და ეს არის სულ. რევოლუციის მცდელობა იყო, ხელისუფლების ხელში აღება უნდოდათ და რა არ დაარქვეს, არ გამოვიდა. ახლიდან იწყება იგივე ზღაპარი – გაერთიანება, რომელიც კიდევ ერთხელ იქნება იმის მანიფესტაცია, რომ ადამიანებმა, ვინც საკუთარი ქვეყნის დამარცხება გადაწყვიტეს, გაერთიანდნენ და უფრო მიმზიდველები გახდნენ პატრონებისთვის, რომლებიც ფინანსური რესურსებით ამარაგებენ. არც მალავენ. ამბობენ, რომ მობილიზებულია მილიარდობით [თანხა] და არა მარტო საქართველოში, ყველგან, სადაც უნდათ, რომ ხელისუფლებაში მარიონეტები მოიყვანონ, იქნება დახარჯული. ფიქრობენ იმაზე, როგორ შემოიტანონ ეს თანხა ქვეყანაში ისე, რომ ხელისუფლებამ ამის თაობაზე არ იცოდეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ “იმედის” ეთერში საუბრისას.
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე