,,ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ არც ბირთვულ შეიარაღებას ჰქონდეს განვითარება, ან აღჭურვა, არც „ჰეზბოლა“ და მსგავსი დაჯგუფებები უქმნიდეს საფრთხეს სტაბილურობას''- გიორგი ვოლსკი
“ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ არც ბირთვულ შეიარაღებას ჰქონდეს განვითარება, ან აღჭურვა, არც „ჰეზბოლა“ და მსგავსი დაჯგუფებები უქმნიდეს საფრთხეს სტაბილურობას”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა ერთმანეთის მიმართ პოზიტიური ნაბიჯები უნდა გადადგან და ძალისხმევა გააერთიანონ.
“ჩვენი ოპონენტები გეგმავენ ისეთ პოლიტიკას და ცდილობენ განახორციელონ, რომ როგორმე იქნებ საქართველო გახდეს ამ დიდი ქაოსის, დაპირისპირების, ბომბების ცვენის და ცეცხლის ერთ-ერთი ნაწილი.
საგანგებოდ მნიშვნელოვანია ჩვენი კონსულტაციები სომხებთან, აზერბაიჯანელებთან. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა აუცილებლად ერთმანეთის მიმართ პოზიტიური ნაბიჯები უნდა გადადგან, ძალისხმევა გააერთიანონ. ეკონომიკურ ნაწილშიც უნდა შევინარჩუნოთ ზრდის მაჩვენებელი და საგანგებოდ მნიშვნელოვანია სტაბილურობა შევინარჩუნოთ, რათა ბიზნეს ინვესტიციები არ შეწყდეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე