ხამენეის მეუღლე მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა
ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე, მანსურე ხოჯასტე ბაღერზადე, ბოლო დროს თავდასხმების დროს მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა,- ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ადასტურებს.
ბაღერზადე აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაშავდა.
“ირანის უზენაესი ლიდერის მეუღლე საჰაერო დარტყმების შედეგად მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, – ნათქვამია ირანული მედიის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ხამენეი 28 თებერვალს დაიღუპა, რის გამოც ირანში 40-დღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს