ექსპერტთა საბჭომ ირანის მომავალ უზენაეს ლიდერად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის შვილი, მოჯტაბა ხამენეი აირჩია
ექსპერტთა საბჭომ ირანის მომავალ უზენაეს ლიდერად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის შვილი, მოჯტაბა ხამენეი აირჩია. როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება საბჭოს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიძულა.
მათივე ცნობით, მოჯტაბა ხამენეის უზენაეს ლიდერად არჩევის შესახებ გადაწყვეტილება ალი ხამენეის დასაფლავების შემდეგ ოფიციალურად გამოცხადდება.
ირანში ამერიკისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველ დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი დაბომბვის შედეგად დაიღუპა, თუმცა ცნობები არ დადასტურდა.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს