თბილისის აეროპორტში ფსიქოტროპული საშუალება ,,კეტამინი“ აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული საშუალება ,,კეტამინის“ შემცველი სითხე აღმოაჩინეს.
მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა პლასტიკის ბოთლებში განთავსებული 9 ლიტრამდე ,,კეტამინის“ შემცველი სითხე.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
სიახლეები
- ,,ჟურნალისტის მხრიდან წესების დარღვევის პირველ ჯერზე აკრედიტაცია ერთი თვით, მეორე ჯერზე კი ერთ წლამდე ვადით შეჩერდება" – შალვა პაპუაშვილი
- საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებულ კიდევ 6 პირს გაუფორმდება
- ,,ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები"- შალვა პაპუაშვილი
- ,,ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ ,,ჩერგოდ” მომგვევლინა"- ანა წითლიძე
- ფილიპინებში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა – გამოცხადდა ცუნამის გაფრთხილება