დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოგავრცელებული ინფორმაციით, შეჯახებისას დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა.
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ასევე გავრცელდა ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შესახებ გაგრაში, ახალ ათონსა და გულრიფშში, თუმცა ადგილზე გაგზავნილმა მაშველებმა მათი ადგილმდებარეობის დადგენა ვერ შეძლეს და შესაბამისად, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, „შეინარჩუნონ სიმშვიდე და დრონების ჩამოვარდნის ადგილებს ან ჩამოვარდნილი დრონების ფრაგმენტებს აღმოაჩენენ, არ მიუახლოვდნენ, არ შეეხონ მათ და დაუყოვნებლივ აცნობონ“ შესაბამის ორგანოებს.
ინფორმაციის დადასტურებამდე, სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, თუ როგორ მოძრაობენ დრონები აფხაზეთის თავზე.ფელში დრონის ნამსხვრევები იპოვეს
სიახლეები
- ჩინეთში, 14 წლის სტუდენტმა სახლში თვითმფრინავის ძრავი ააწყო
- თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვა დაამტკიცა
- ,,აქამდე თუ შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე"- კახა კალაძე
- ,,მოდი, საქმე წინ წაიგდეთ და ბარემ ერთი ცეცხლის წაკიდების ტერორისტული საქმეც „შემიკერეთ“- ალეკო ელისაშვილი
- ,,ჩვენ უკვე დიდი ხანია, “კალასებს” და მის მხარდამჭერებს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ; ყოველთვის ვამბობდით, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ქვეყანას, ხალხს” – გურამ მაჭარაშვილი