ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს დაზარალებული მოსახლეობის გადანაწილება სასტუმროებში
“ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა სახელმწიფო უწყება”, – ამის შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კუბლაშვილი აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მოსახლეობის გადანაწილებას სასტუმროებში.
“ადგილზე მუშაობს გეოლოგების ჯგუფი და ველოდებით მათ დასკვნას.
საბედნიეროდ, დაშავებულები და გარდაცვლილები არ გვყავს”, – ამბობს დავით კუბლაშვილი.
შეგახსენებთ, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში განთენიისას ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად, 5 სახლი განადგურდა. ევაკუირებულია 38 ოჯახი.
სიახლეები
- ,,მოვიმარჯვოთ პოპკორნი და ვუყუროთ ყოჩებისა და ცხვრების გადანაწილებას''- შალვა პაპუაშვილი
- ,,ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოო, რომ არასდროს აღმოჩნდე საომარ მოქმედებებში'' - ლევან მაჭავარიანი
- უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს
- “სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ როგორ მდგომარეობაში არიან” – პაპუაშვილი გივი თარგამაძის გამოკითხვაზე
- დაშავებულები არ არიან, დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი – რა ვითარებაა ტყიბულში, სადაც მეწყერი ჩამოწვა