ამ გვერდის ამობედვა

,,სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე"- ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობაზე მაქსიმალური ზრუნვა გაგრძელდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კავკასიის მედიცინის ცენტრში განუცხადა, სადაც პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად იყო მისული.

მან პატრიარქს ჯანმრთელობა უსურვა და ექიმებს მადლობა გადაუხადა.

„მე რომ გავაკეთო პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადება, ალბათ არასწორი იქნება. გამოვლენ კლინიკის, კონსილიუმის წარმომადგენლები და ისინი გააკეთებენ, ბუნებრივია, კომენტარს.

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო და მადლობას გადავუხდი ექიმებს. ყველა არის ბოლომდე ჩართული. მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ სათანადოდ იზრუნონ პატრიარქის ჯანმრთელობაზე. მადლობა ასევე მინისტრს, რომელიც ბოლომდეა ამ ყველაფერში ჩართული და სახელმწიფო, რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე“,- განაცხადა კობახიძემ.

წაკითხვა 77 ჯერ

სიახლეები