ამ გვერდის ამობედვა

მარნეულის მერიამ „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა

მარნეულის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მათივე ცნობით, „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გაუქმებულია.

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო და გაცნობებთ, რომ „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გაუქმებულია”,- წერია ინფორმაციაში.

წაკითხვა 69 ჯერ