ამ გვერდის ამობედვა

ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს

ექიმებმა გორში  ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს. ინფორმაციას ,,შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.

,,საღამო იყო, როდესაც გორის რაიონული სამსახურის მე-4 ბრიგადა გამოძახებაზე გავიდა.

ვინაიდან მისამართი დაზუსტებული არ იყო, ექიმი ნინო მეტრეველი თავად დაუკავშირდა ზარის ინიციატორს და როგორც გაირკვა, პაციენტი, ორსული ქალბატონი ქალაქის მიმდებარე დასახლებიდან ოჯახის წევრს საკუთარი მანქანით მოჰყავდა.

ბრიგადის წევრების მიერ სწრაფად მოხდა პაციენტის სასწრაფოს მანქანაში გადმოყვანა. ჰოსპიტალიზაციის პროცესის დაწყებიდან ძალიან მალე მშობიარეს ტკივილი მოემატა და როგორც ექიმი ნინო მეტრეველი იხსენებს, ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ქალი მალე იმშობიარებდა და გზის გაგრძელებას და კლინიკამდე მისვლას ვეღარ შეძლებდნენ. ამიტომ გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს —მანქანაში მშობიარობის მიღება.

რამდენიმე წუთში, ბრიგადის დახმარებით, ფიზიოლოგიურად დაიბადა ჯანმრთელი ბიჭუნა. ახალშობილი მაქსიმალური ქულით შეფასდა.

ახალგაზრდა დედისთვის ეს მეორე შვილია.

წაკითხვა 73 ჯერ