პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პირებს, რომლებიც ამჟამად ახორციელებენ არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტის დამოწმებასა და ექსპერტიზას, ასევე ტექნიკურ ზედამხედველობას, 2026 წლის 20 დეკემბრამდე შესაძლებლობა მიეცემათ, საქმიანობა არსებული წესით განაგრძონ.
„საჭიროა შეჩერებული სერტიფიცირების მუხლის ამოქმედების გადავადება. ასევე, მიზანშეწონილია შეიცვალოს სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესით განსაზღვრული პირების მიერ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასების და ტექნიკურ ზედამხედველობის განხორციელების ვადაც. კერძოდ, სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესით განსაზღვრული პირები ტექნიკურ ზედამხედველობას და სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებას აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებთან და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად, განახორციელებენ 2026 წლის 20 დეკემბრამდე“, – აღნიშნულია კანონპროექტში.