შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, სოფელ ართანას მიმდებარედ, მთაში მყოფი მოქალაქე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მიმდებარედ, მთაში მყოფი მოქალაქე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა ინფორმაცია, რომ სოფელ ართანას მიმდებარედ, მთაში მყოფი პირი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდა.
შეტყობინების მიღებისთანავე დაიგეგმა სამაშველო ოპერაცია, რომელშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.
წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი”,- წერია ინფორმაციაში.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა