ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა
ქუთათელ-გაენათელი მეუფე კალისტრატე გამთენისას, დილის 4 საათზე გარდაიცვალა. 80 წლის მეუფეს ინტერვენციულ მედიცინის ცენტრში მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რამდენიმე დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მეუფე კალისტრატე ბაგრატის საკათედრო ტაძარშიa დასვენებულია, ხოლო დაკრძალვის დღეს საპატრიარქო გადაწყვეტს.
მეუფე კალისტრატე, ერში შოთა მარგალიტაშვილი 1938 წელი წელს დაიბადა. ის ეპარქიას 27 წელი ხელმძღვანელობდა.
2000 წლის 21 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი-სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
სიახლეები
- "პუტინი მზად არის ზელენსკის შეხვდეს, როდესაც დღის წესრიგი მზად იქნება, მაგრამ ეს დღის წესრიგი საერთოდ არ არის მზად" - სერგეი ლავროვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აგვისტოსთვის
- 6 ნიშანი იმისა, რომ საკმარის წყალს არ იღებთ
- “ნაცმოძრაობას” უნდა სინდისი მოიწმინოს” - რა მოლოდინია 4 ოქტომბერს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით
- საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა