"დამპირდით, რომ იდგებით ჩემს გვერდით და იბრძოლებთ უსამართლობის წინააღმდეგ" - გოგონა ყურსასმენებით
გოგონა ყურსასმენებით - ეს არის მეტსახელი, რომლითაც საზოგადოება 18 წლის მაკო გომურს მოიხსენიებს. გოგონას, რომელმაც 20 მაისის ღამეს აქციის დაშლის დროს მძიმედ დაშავდა, თვალი დაკარგა და მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა.
მაკო გომური, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში წევს ემოციურ წერილს აქვეყნებს. წერილი ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა გაავრცელა.
გოგონა გულშემატკივრებს, მიმართავს, საკუთარ განცდებზე საუბრობს, იმედს გამოთქვამს, რომ მის მიერ გაღებული მსხვერპლი არ იქნება უშედეგო, საუბრობს ოკუპანტზე და მათზე, ვინც გაიმეტა.
"მე ვარ მაკო, 18 წლის, რომელმაც აქციაზე დაკარგა თვალი. მე ვარ გოგო, რომელმაც ნებით თუ უნებლიედ თავის წილი მსხვერპლი გაიღო თავისუფლებისთვის ბრძოლაში. თითოეული ტკივილის წამი, რომელსაც ახლა ვგრძნობ, არ მინდა დაიკარგოს და ჩაიკარგოს საოპერაციო მაგიდაზე, ან პალატაში საწოლზე სადაც მეორე ღამეს ვათევ ტკივილის გამო. არ მინდა დაიკარგოს არაფერი რასაც ახლა ვგრძნობ - ტკივილს გაბრაზებას. მე დაუცველი ვიყავი იქ როგორც ათასობით ადამიანი და გამწირეს სიკვდილისთვის როგორც ათასობით ადამიანი. ვპირდები ყველა ჩემს გულშემატკივარს, ვიდგები მყარად და დამპირდით რომ თქვენც იდგებით ჩემს გვერდით და იბრძოლებთ უსამართლობის წინააღმდეგ. ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც მამხნევებს და გვერდით მიდგას და სწორედ ამ ხალხის გამო არ დავნებდები არცერთი წუთი. იმ ღამემდე არასოდეს მჯეროდა ერთი ადამიანის ძალის და ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთი ადამიანი ვერაფერს შეცვლიდა. ახლა, როცა შორიდან ვუყურებ ჩემს თანატოლებს ვხედავ რამხელა ძალა გვაქვს ჩვენ. რუსეთი მკვლელი ოკუპანტია! ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს!
პ.ს. ჩემი თითების კომბინმაცია კი გეკუთვნის ყველას, ვინც მცირე წვლილიც კი შეიტანა ჩვენს სასიკვდილოდ გაწირვაში,"- ნათქვამია წერილში.
სიახლეები
- "თურქეთი მეტ არარუსულ ნავთობს ყიდულობს და ამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს" - Reuters
- "დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც სულიერი ძნელბედობაა, განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება"
- "ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ, შესაძლოა, „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს ამ შერცხვენილ ქვეყანაში ისლამისტი ტერორისტების გასანადგურებლად"
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- "დღეს საქმე გვაქვს რუსული კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან, რომლის მიზანია, საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად უცვალოს სახე და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს"