„მე აქ ვარ მაკოსთვის, დემეტრესთვის, გიორგისთვის იმ ასობით ადამიანისთვის, ვინც 20 ივნისის ღამეს საკუთარმა ხელისუფლებამ სასიკვდილოდ გაიმეტა“
„მე აქ ვარ მაკოსთვის, დემეტრესთვის, გიორგისთვის იმ ასობით ადამიანისთვის, ვინც 20 ივნისის ღამეს საკუთარმა ხელისუფლებამ სასიკვდილოდ გაიმეტა“
– ამ სიტყვებით დაიწყო 20 ივნისის ღამეს დაზარალებულმა თამარ ბაღაშვილმა 12:00 საათიანი “კურიერის” გამოშვება.
თამარ ბაღაშვილი აქციის ღამეს მხარში დაიჭრა და მას ოპერაცია დასჭირდა. „კურიერის“ ჟურნალისტი და წამყვანი ეთერში სპეციალური სახვევით დაჯდა და მაყურებელს ემოციური ტექსტით მიმართა.
„მე აქ ვარ მაკოსთვის, დემეტრესთვის, გიორგისთვის იმ ასობით ადამიანისთვის, ვინც 20 ივნისის ღამეს საკუთარმა ხელისუფლებამ სასიკვდილოდ გაიმეტა და იმ ათასობით ადამიანებისთვის, ვინც თვალებგამოთხრილი და ძვლებდამტვრეული საქართველოს სახელით, ამ წუთებშიც მოითხოვს 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელი მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას. აქ ვარ იმის ნიშნად, რომ თქვენ შეიძლება გამოგვთხაროთ თვალები, დაგვიმტვრიოთ ძვლები, მაგრამ ვერ გაგვტეხავთ,“- განაცხადა თამარ ბაღაშვილმა.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი