საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვაზე მყოფ დამსვენებლებს მიმართავს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვაზე მყოფ დამსვენებლებს მიმართავს.
უწყების ინფორმაციით, ზღვაზე შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ბანაობა აკრძალულია.
“საქართველოში, შავი ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 4 ბალიანი შტორმი. უამინდობის გამო მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახრური აფრთხილებს მოსახლეობას, არ შევიდნენ ზღავაში. კატეგორიულად აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება სანაპირო ზოლზე.
მთელს სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. ასევე, მობილიზებულია წყალზე მაშველებთა დამატებითი ჯგუფები, ისინი პატრულირებენ სანაპირო ზოლზე და ხმის გამაძლიერებლბებით მოსახლეობას რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, მოსალოდნელი საფრხის თავიდან ასარიდებლად.
შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი