ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 7 სულიან ოჯახს საზოგადოება დაეხმარა
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 7 სულიან ოჯახს საზოგადოება დაეხმარა.
ოჯახი, სადაც 5 მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება, სიღატაკეში ცხოვრობს. სახლში არსებული ყველა ფანჯრის მინა ჩამსხვრეულია, საწოლი დაზიანებულია, წვიმის დროს კი წყალი სახლის ყველა წერტილში თანაბად ჩადის. გევორქიანების ოჯახზე სტატიის მომზადების შემდეგ, საზოგადოებას სურვილი გაუჩნდა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარებოდნენ.
"უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახს მივუტანეთ რამდენიმე თვის სამყოფი საკვები, ჰიგიენური საშუალებები, ასეე საწოლი და საჭირო ნივთებია. ოჯახი ძალიან ბედნიერია,"- აცხადებს ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე. უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები ოჯახის თქმით, საზოგადოების მიერ ჩატარებული საქველმოქმედო აქცია, მათთვის დიდი შეღავათია. "სიტყევბის არ მყოფნის ისეტი ბედნიერი ვარ. ამდენი საკვები პროდუქტი ჩემს სახლში არასოდეს ყოფილა. ყველას დიდი მადლობა დახმარებისთვის. ქუთაისის მერიას ვთხოვდი დახმარებას და საზოგადოება დამეხმარა, მე დღეს ბედნიერი დედა ვარ, თქვენ მე შიმშილს გადამარჩინეთ,"- აცხადებს სოციალურად დაუცველი ქალბატონი.
სიახლეები
- "დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის გამოყენებით, დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა" - სუს-ი
- "პატრიარქს ბოლოს 2017 წელს, ბერლინში შევხვდი, მიმეორებდა: „დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ“, ჩემი დაბრუნების შემდეგ უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ"
- "2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი"
- "ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება" - მეუფე იაკობი
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს