შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთი მისცა.
არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთი მისცა.
აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტთან ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, აქციის მონაწილეებს 30 წუთი მიეცა იმისთვის, რომ გაათავისუფლონ ტერიტორია და შეწყვიტონ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის წარმომადგენლები აღნიშნულთან დაკავშირებით ესაუბრნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ზაალ უდუმაშვილს. აღნიშნულ საუბარს მოჰყვა ხმაური. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი აქციის მონაწილეებმა შეძახილებით -„პასუხს აგებთ“ გააცილა.
როგორც „ინტეპრესნიუსს“ ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, პოლიციის თანამშრომლის ეს გაფრთხილება ძალის გამოყენების გეგმაზე მიუთითებს.
„ეს ნიშნავს იმას, რომ 30 წუთის შემდეგ გამოიყენებენ უკვე ძალას“,- განაცხადა უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი გამოჩნდა. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მობილიზებულია წყლის ჭავლის და სახანძრო მანქანები.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"