"პატარა ბავშვებს წყალს რომ ასხამთ, ეს არის წესრიგის დაცვა?"-ალეკო ელისაშვილი საპატრულო პოლიციის უფროსს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებიან, „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერ ალეკო ელისაშვილსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. ვაჟა სირაძემ ელისაშვილს განუცხადა, რომ პოლიცია წესრიგს იცავს.
„ეს არის წესრიგის დაცვა, პატარა ბავშვებს წყალს რომ ასხამთ? ნაცისტები და ესესელები ხომ არ ხართ, რომ ასე ექცევით ხალხს?", - მიმართა ელისაშვილმა სირაძეს.
ამასთან, როგორც ალეკო ელისაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" აღნიშნა, სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას აპირებენ.
„ეს ხელისუფლება თანდათან აჩენს მის სახეს. ღამის 5 საათზე ხალხს რატომ უნდა მიასხა წყალი? რა შეაფერხეს? მოძრაობას აფერხებდნენ, პარლამენტში შეჭრას აპირებდნენ? შეშა რატომ უნდა წაართვა ღამე ქუჩაში მდგომ ხალხს? ასეთ ხელისუფლებას დარჩენის უფლება არ აქვს.პროტესტი გაგრძელდება. 42 წლის ვხდები და პირველად მესმის ქუჩაში მოთხოვნა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. გადადექი და გაიქეცი და გამოგეკიდები კი არა, პროპორციული არჩევნების მოთხოვნაა. საზოგადოება როგორი გაზრდილია, ალბათ ხალხი გაოგნებულია მთელ მსოფლიოში, როგორი ცივილური მოთხოვნა გვაქვს, ესენი კიდევ გამოქვაბულში არიან ჩარჩენილები“, - აღნიშნა ელისაშვილმა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქმის ყველა პერიმეტრზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ყვითელი ავტობუსებითა და სამართალდამცავების მეშვეობით, ჩახერგილია ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩები.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"