"გერმანული მოდელის“ ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ" - კახა კალაძე ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე
„გერმანული მოდელის“ ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვას.
კახა კალაძე კონტრაქციებისა და სამართალდამცველების დროულ რეაგირებასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვის ნიშნებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია ყველანაირ ძალადობასა და დაპირისპირებას ემიჯნება.
„კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, ყველანაირ დაპირისპირებას. ეს არ არის ნორმალური ფორმა, რაც არ უნდა დესტრუქციული იყოს ოპოზიცია, ჩვენ არ უნდა შევიდეთ დაპირისპირებაში. ყველაზე მეტად ვისაც დღეს დაპირისპირება აწყობს, ეს არის ოპოზიცია და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციებს ახორციელებენ.
არავის არ გამოუვა არც დამხობა და არც გადატრიალების მოწყობა ქვეყანაში. ვინც გასცდება კანონის ჩარჩოებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, ჩვენი ქვეყანა განვითარდება, ჩვენი ქალაქი წინ წავა, რაც აისახება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის