112-ში ამერიკული პროგრამა ინერგება
შინაგან საქმეთა სამინისტროს „112" ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტების განმსაზღვრელ ამერიკულ პროგრამას - ProQA ნერგავს.
სისტემა არსებობს 25 წელზე მეტია, 50-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი და სამი პროტოკოლისგან შედგება - საპოლიციო, სახანძრო / სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო.
სისტემის გამოყენება დაიწყება 12 დეკემბრიდან სახანძრო / სამაშველო პროტოკოლით და მომდევნო წლის გაზაფხულზე, საპოლიციო და სასწრაფო სამედიცინო პროტოკოლებიც სრულად იქნება ამოქმედებული.
სწორედ, აღნიშნული პროტოკოლების მეშვეობით, ოპერატორი ზარის ინიციატორისგან მაქსიმალურად მცირე დროში იღებს სრულყოფილ, ამომწურავ და რეალურად საჭირო ინფორმაციას გადაუდებელი დახმარების შემთხვევისა და მისი სიმძიმის შესახებ.
მოქალაქეებს შევთავაზებთ კიდევ უფრო უკეთეს სერვისს. ცენტრის მუშაობის ხარისხი, გამოძახების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი