"ჯერ ემოციებით ვართ დატვირთული და ძნელია გითხრათ რამე - მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია"
სრულიად მოულოდნელი იყო, არც ველოდებოდი რომ დღეს ეს მოხდებოდა ჩემი გათავისუფლება, - ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომლის კომენტარსაც სახელმიწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ექიმი მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, ვინც მხარდაჭრას გამოხატავდა მის მიმართ.
„გუშინ მითხრეს, რომ 31 დეკემბერს იყო სააპელაციო სასამართლო, ჯერ ემოციებით ვართ დატვირთული და ძნელია გითხრათ რამე. პირველ რიგში, მადლობა გითხრათ ყველას ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია მთავრობა იქნება, ეს პარლამენტი, პოლიცია თუ ვინ. მადლობა ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს და ყველას ვინც გვერდში მედგა, ყველას დიდი მადლობა“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"