სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში მოწევა იკრძალება
დღეიდან სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში მოწევა იკრძალება.
თამბაქოს კონტროლის კანონის თანახმად, აღნიშული რეგულაციის დაკმაყოფილება მოუწევთ ისეთ სტადიონებს თუ სპორტულ დაწესებულებებს, რომელთაც ადმინისტრაცია ჰყავთ. მათ ევალებათ სტადიონზე ამკრძალავი ნიშნების განთავსება და გულშემატკივართა ინფორმირება, ასევე შეუძლიათ მწეველთათვის მოსაწევი ადგილების გამოყოფა.
დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით - 1000 ლარით, მესამე და შემდეგ ჯერზე კი ჯარიმა უკვე 2000 ლარს აღწევს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ელი მაისიდან ძალაში შევიდა კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომლის საფუძველზეც შენობა-ნაგებობების უმეტესობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"