ხვალ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება,
მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვლი, ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე კი ლიპყინული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში) შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული.
„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ქარი,ზოგან დროგამოშვებით ძლიერი. 25-26 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -3 -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ