როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
14 თებერვალს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. საღამოსთვის ნალექი შეწყდება, ღამის საათებში ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნდება ძლიერი ყინვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +8 გრადუსი იქნება.
„17 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 14-16 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამით ტემპერატურა -2, -4, ხოლო დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
17 თებერვალს თბილისში დღისით შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი და ნისლი აღინიშნოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება