ქუთაისელმა ჟურნალისტებმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს სოლიდარობა გამოუცხადეს
დღეს, 11:00 საათზე, “თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე”-ამ სლოგანით ქუთაისელმა ჟურნალისტებმა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
აქცია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.
„აქ შევიკრიბეთ, რათა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დავანახოთ ჩვენი პოზიცია და ვუთხრათ, რომ ძალიან ცუდად იქცევა. თუ ჩვენ დღეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს არ გამოვუცხადებთ სოლიდარობას, ხელისუფლება ჩათვლის,რომ ამ ყველაფერს შვეგუეთ. არა ბატონებო, ჩვენ ამაზე თვალს არ დავხუჭავთ, რადგან 21-ე საუკუნეა და მსგავსი ქმედებები მიუღებელია,”- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში ია იაშვილმა.
„მოვითხოვთ შეწყდეს ზეწოლა აჭრის საზოგადოებრივი ტელევიზიის მებრძოლ გუნდზე,“- აღნიშნა ზეკო ხაჩიძემ.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება