„თავს დაცულად არავინ გრძნობს, არც მე“- თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 24 საათში გაორმაგდა.
ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე ინფიცირებულთა რიცხვი 670-ს აღწევს. ამის შესახებ განცხადება თურქეთს ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეტინ კოჩამ „ტვიტერით“ გააკეთა. მისივე თქმით, გარდაცვლილია 9 ადამიანი.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ტესტი 3 656 მოქალაქეს ჩაუტარდა, მათგან 311-ს კოვიდ-19 გამოუვლინდა.
FirstNews.ge თურქეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს ესაუბრა. 39 წლის ელენე მაისურაძე უკვე 9 წელია თურქეთში, კერძოდ კი ქალაქ უნიეში, ორდუსის პროვინციასთან ახლოს ცხოვრობს.
მისი თქმით, ქალაქში ყოველდღე სავაჭრო ცენტრები და საზოგდოებრივი თავშეყრის ადგილები იკეტება.
„აქ დაახლოებით 30 ადამიანია კარანტინში, გარდაცვლილია -1 ერთი, 61 წლის მოქალაქეა. სხვადასხვა ობიექტებს ყოველდღე უტარდება დეზინფექცია. თუმცა, თურქეთის სხვა ქალაქებთან შედარებით, ხალხი უფრო მეტად მოძრაობს და უფრო ნაკლები ობიექტები იკეტება. ასევე, არ იგრძნობა საკვები პროდუქტების ნაკლებობა.
თურქეთის დიდ ქალაქებში უფრო რთული სიტუაციაა. პანიკა იგრძნობა აშკარად. აქაც ხალხი ცდილობს არ დატოვონ ქალაქი, თუ რამე აუცილებელი საქმე არ აქვთ.თავს დაცულად არავინ გრძნობს და არც მე.რა თქმა უნდა, მაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ თურქეთში დავრჩე, რადგან აქ ვარ გათხოვილი და აქვე ვმუშაობ,“- აცხადებს ელენე მაისურაძე ჩვენთან საუბარში.
სიახლეები
- " პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო" - ჯო ბაიდენი
- მსოფლიო ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურებიან
- "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო - მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება"
- "ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ" - სალომე ზურაბიშვილი
- რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა