დიდი თავისუფალი დრო - გიორგი გოგუა
ვირუსმა მთელი ჩვენი სინამდვილე ვირუსულადვე შთანთქა. სოციალური ქსელები და მას-მედიის საშუალებები ციფრულად; დაცარიელებული ქუჩები, სკვერები და მოედნები კი მეტი ფიზიკური სიცხადით გვაგრძნობინებენ უჩვეულო დროში მყოფობას.
გარე, მოდერნული რეალობის შეზღუდვამ, მისივე პრუდუქტი - თანამედროვე ადამიანი აიძულა „წუთით“ მოსწყვეტოდა, ყოველდღიურ კონვეირულ რუტინას და მზერა საკუთარი თავისკენ მიეპყრო. ამ იძულებითი ინტროსპექციით მოხდა ის, რომ სიცოცხლე გამოთავისუფლდა სოციალური - ყოფითი სინამდვილის დანამატებისაგან. ლოდთან შეჭიდებულ სიზიფეებს, ღმერთებმა წუთით, სწორედ ამ ფიქრისთვის მოსვენების საშუალება მოგვცეს. მეორეს მხრივ, ჩვენთვის ამ „წუთიერმა“ მოცალეობამ, იმ ფაქტის მტკივნეული განცდა გაგვიღვივა, რომ არ გვჭირდება პაუზა, რომელიც საკუთარ ხვედრზე ჩაგვაფიქრებდა. ცხოვრების ჩვეულ რიტმში, ასეთი ეგზისტენციალური თავისტკივილისთვის დრო არ გვრჩებოდა. მხოლოდ ახალ, მისგან (ჩვეული ყოფისგან) ამოვარდნილებმა და შინ გამოკეტილებმა ვიგრძენით მთელი სიმძიმით ადამიანად ყოფნის ტკბილ-მწარე ხვედრი. თურმე რა ბედნიერები ვყოფილვართ მაშინ, როცა დილიდან საღამომდე სარჩოს მოსაპოვებლად, ოჯახის გამოსაკვებად, საკუთარი თავისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად ჭაპანწყვეტაში ვიყავით ჩაბმულები.
პანდემიამ გლობალურ, ეპიდემიამ კი ეროვნულ დონზე, ადამიანებს ბევრი თავისუფალი დრო გაუჩინა ფიქრისა და მსჯელობისთვის (უჩვეულო მოქმედებისთვისაც). მსჯელობანი და ამ მსჯელობებში გამოთქმული მოლოდინები იმის შესახებ, რომ თითქოს კაცობრიობა ფუნდამენტურად შეიცვლება, სხვა არაფერია თუ არა საკუთარი რწმენისა და ღირებულებითი სისტემის გამოძახილი.არსებითად ადამიანის ბუნება უცვლელი დარჩება. იგი ისევ ორ პოლუსიანი, ცხოველური და ანგელოზური ბუნების მატარებელი დარჩება და რომელიმე მათგანისადმი მიდრეკა, ისევ ინდივიდუალური არჩევანი და ნება იქნება.
საქართველოში: მოვლენა, მართლმადიდებლებმა რელიგურ ჭრილში დაინახეს და მეორედ მოსვლის ნიშნად მიიჩნიეს. ათეისტები და ოკულტიზმით გატაცებული ხალხი მართლმადიდებელთა შიშს ირონიით შეეგება და მაიას ტომების მიერ დაანონსებული, უკვე კარგა ხსნის ჩავლილი და არ შემდგარი აპოკალიფსი დაუპირისპირა. ფემინისტები კარანტინში მყოფი ქალების შევიწროვებასა და ჩაგვარზე ალაპარაკდნენ. სექსუალური უმიცრესობები ჯერ-ჯერობით დუმან. ხელ-ფეხ შეკრული ბანკირები დრტვინვით კარგავენ ოქროს. მას-მედიის საშუალებებმა მოვლენათა გაშუქების ოქროს სტანდარტს მიაგნეს და პერიოდული მონაცვლეობით ხან დამაიმედებელ ხანაც შემაშფოთებელ ინფორმაციებს გვაწვდიან. ქალაქიდან - სოფლად გაქცეული ხალხი, აქაოდა ჩვენ არაფერი გვემუქრებაო - არხეინად მიეძალა ბახუსს. სპეკულიანტებმა დრო იხელთეს გამდიდრებისთვის და კაპიკებად ღირებულ პირბადეებსა და სადეზინფექციო საშუალებებს განვადებით შესასყიდი ფასი დაადეს.. ჭირისუფლებმა, მძიმედ, მაგრამ მაინც ვაჟკაცურად მიიღეს პანაშვიდზე კანტიკუნტად მოსული და დისტანცირებულად მდგარი, შეშინებული ხალხის სამძიმარი...
საქართველოში: ხალხმა მადლიერების ნიშნად, ექიმებს საჯაროდ საკუთარი სახლებიდან ტაში დაუკრეს. პოლიციას, ჯარს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს ხალხმა იმედის თვალით დაუწყო ცქრეა. სამი კაცი, სამ ოლიმპოსელს გაუტოლდა. ახალგაზრდები ხანდაზმულებისა და უპოვრების დასახმარებლად გაერთიანდნე და საკუთარი დანაზოგებით მათთვის სურსათ-სანოვაგეს ყიდულობენ...
ავტორი: გიორგი გოგუა
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"