„საქართველო კარანტინის პიკიდან ქვემოთ ეშვება“- «КоммерсантЪ»
საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის თემას ეხმიანება რუსული პრესაც. გაზეთ „კომერსანტ“-ში («КоммерсантЪ») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო კარანტინის პიკიდან ქვემოთ ეშვება“ (ავტორი - გიორგი დვალი).
პუბლიკაციაში ნაჩვენებია როგორც ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევა კარანტინის მკაცრი ზომების ეტაპობბრივი შემსუბუქების მიზნით, ასევე ოპოზიციის „გამოცოცხლებაც“, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დაუყონებლივ მოხსნასა და „ხალხის გათავისუფლებას“ ითხოვს.
ავტორი ვრცლად გადმოსცემს მთავრობის გეგმას, რომელიც ექვსი ეტაპისაგან შედგება, დეტალურადაა დახასიათებული თითოეული ეტაპის თავისებურებები.
სტატიაში ასახულია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თვალსაზრისებიც: მაგალითად, პარტია „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, რომლის თანახმად, თუ ეკონომიკური სტაგნაცია გაგრძელდება, ეს უფრო უარესი იქნება, ვიდრე თვითონ ვირუსის ეპიდემია. მასალაში ასევე ციტირებულია ლეიბორისტული პარტიის აქტიური წარმომადგენლის ბეჯან გუნავას განცხადებაც, რომელმაც ხელისუფლება „კორონადიქტატურის“ დამყარებაში დაადანაშაულა.
ავტორი ესაუბრება „ნაციონალური მოზრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ეროვნული ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს რომან გოცირიძეს, რომლის თქმით, საქართველოს წინ დიდი ეკონომიკური პრობლემები ელოდება. იგი ხაზს უსვამს ტურიზმის კრიზისულ მდგომარეობას, რომლისგანაც ქვეყანა წინა წლებში საბიუჯეტო შემოსავლების დიდ ნაწილს იღებდა. შემცირდა უცხოეთის ქვეყნებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების მიერ ნათესავებისათვის გამოგზავნილი თანხების მოცულობაც.
„ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ქვეყანას დასავლეთი დაეხმარება: ასახელებენ თანხას 3 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომლის დიდი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად დაიხარჯება, ასევე საბანკო სექტორისა და მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის“, - აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციის ბოლოში ხაზაგასმულია, რომ საქართველო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ზომების შერბილებას ევროპაში ყველაზე კარგი მაჩვენებლებით ხვდება: ყველაზე მცირე რაოდენობის გარდაცვლილებით და ყველაზე ნაკლები დასნებოვნებულით, თანაც 496 დაავადებულისაგან 149 სრულიად გამოჯანმრთელებულია. „სხვა ქვეყნებთან შედარებით ასეთი კარგი მაჩვენებლები განპირობებულია დროულად მითებული ზომებით და ქართველი ექიმების მაღალი პრიოფესიონალიზმით“, - ნათქვამია სტატიაში.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- " პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო" - ჯო ბაიდენი
- მსოფლიო ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურებიან
- "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო - მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება"
- "ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ" - სალომე ზურაბიშვილი
- რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა