,,მაქვს ძალიან ბევრი გეგმა" - დაბრუნდება თუ არა გამყრელიძე პოლიტიკაში
,,ვცდილობ, ჩემი გამოცდილებითა და ცოდნით გამოვადგე ქვეყანას იმ ადგილზე, სადაც დღეს ვარ და მაქვს ძალიან ბევრი გეგმა", - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა პოლიტიკაში შესაძლო მოსვლის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, პოლიტიკაში მისი დაბრუნება გამორიცხულია და ამის არავითარი სურვილი არ აქვს.
,,არ ვიცი, რამდენად იცით ჩემი ბიოგრაფია, მე პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი. მეორედ ამის შემოთავაზება იყო 2012 წელს. ამდენად, მე არ გიმალავთ ჩემ ასაკს, 69 წლის ვარ, ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე გავლილია, დამთავრებულია ჩემი ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი. ვცდილობ, ჩემი გამოცდილებითა და ცოდნით, გამოვადგე ქვეყანას იმ ადგილზე, სადაც დღეს ვარ და მაქვს ძალიან ბევრი გეგმა. ძალიან კარგი ახალგაზრდები იზრდებიან ჩვენთან და მათ ვაძლევ საშუალებას, რომ მეტად გაიზარდონ. ხომ ხედავთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონია თურმე სერიოზული მნიშვნელობა ამ ტიპის გამოწვევებთან ბრძოლაში. მე მგონი, ძალიან კარგ ადგილზე ვარ, არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების, ერთსა და იმავე მდინარეში არ შედიან სამჯერ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება