აფეთქება გაზგასამართ სადგურზე - არიან დაშავებულები
ნუცუბიძის პლატოზე აფეთქება მოხდა.
აფეთქება კაფე "ვერდეს" მიმდებარედ, გაზგასამართ სადგურზე მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა ერთი ადამიანი.
აფეთქების შედეგად, დაშავებული მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დამწვრობის ცენტრში გადაჰყავს.
პირველადი შეფასებით, მას პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება