აფეთქების ადგილზე მომუშავე ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა
რამდენიმე წუთის წინ, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების ადგილზე მომუშავე შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა.
ძლიერი ძაბვის დარტყმის შედეგად ის მძიმედ დაშვდა.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განაცხადეს, დაშავებული "კავკასიის მედიცინის ცენტრში" გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240_1 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება