ამ გვერდის ამობედვა

სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თარიღი დასახელდა

საქართველოს რკინიგზა მუშაობის აღდგენისთვის ემზადება.

კომპანიაში სავარადუდო თარიღად 15 ივნისს ასახელებენ. 

 

"სარკინიგზო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან გამოქვეყნებული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში „საქართველოს რკინიგზა“ ჩართული იყო. კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა COVID19-თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას. ახლა კი ვემზადებით სეზონისთვის. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად, შემუშავებული გვაქვს მგზავრობის სპეციალური ინსტრუქცია, კერძოდ, ვაგონის შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით", - აცხადებენ კომპანიაში. 

 

კომპანიის ინფორმაციით, მგზავრობის საფასური არ გაძვირდება.

წაკითხვა 536 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 06 2020

სიახლეები