ქეთა თოფურია რუსეთის მოსახლეობას მიმართავს
ქართველი მომღერალი, ჯგუფ "A Studio-ს" სოლისტი, ქეთა თოფურია რუსეთის მოსახლეობას სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს.
მომღერალი მოსახლეობას მოუწოდებს, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებულ ხმის მიცემაში.
"25 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით გაიმართება კენჭისყრა, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ... გულწრფელად ვამბობ, რომ ამ წლამდე არასდროს მივსულვარ არჩევნებზე. ამჯერად გადავწყვიტე, რომ გამოვსწორდე: კონსტიტუცია გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე. არ არის საჭირო ხმის მიცემაზე უარი ვთქვათ აპოლიტიკურობის გამო, ეს არ არის პოლიტიკა, ეს ცხოვრებაა. 25-30 ივნისს ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმშიც კი შეგიძლიათ", - წერს ქეთა თოფურია Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება