ამ გვერდის ამობედვა

მგზავრებს პირბადის ტარება აეროპორტის გარდა, თვითმფრინავის ბორტზეც მოუწევთ - რა წესების დაცვით იქნება დასაშვები ავიამგზავრობა?

რა წე­სე­ბის დაც­ვით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­ჰა­ე­რო გზით მგზავ­რო­ბა?

რა არის და­საშ­ვე­ბი და რა ეკ­რძა­ლე­ბათ მგზავ­რებს აე­რო­პორ­ტში გა­მო­ცხა­დე­ბი­სას - ცნო­ბი­ლია ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­თხოვ­ნე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც COVID 19-ის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნის შემ­დეგ რო­გორც მგზავ­რებ­მა, ისე აე­რო­პორ­ტებ­მა და ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­მა უნდა და­იც­ვან.

 

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს "სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის“ დი­რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა შიდა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რიზ­მის გახ­სნის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

 

თა­მარ არ­ჩუ­ა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი აე­რო­პორ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის და­სა­წყე­ბად იმ გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც სა­ა­ვი­ა­ციო სფე­როს­თვის გა­მოქ­ვეყ­ნდა.

 

"ვემ­ზა­დე­ბით პირ­ვე­ლი ივ­ლი­სის­თვის. თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის და­სა­წყე­ბად პრაქ­ტი­კუ­ლად მზად არის. მიმ­დი­ნა­რე­ობს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­სა და "სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის“ მარ­თვა­ში მყო­ფი შიდა აე­რო­პორ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა ფრე­ნე­ბის­თვის. ყვე­ლა აე­რო­პორ­ტში ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს სპე­ცი­ა­ლუ­რი სტი­კე­რე­ბით მო­ნიშ­ვნა, რათა მგზავ­რებ­მა შეძ­ლონ და­წე­სე­ბუ­ლი მეტრნა­ხევ­რი­ა­ნი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა“,-გა­ნა­ცხა­და თა­მარ არ­ჩუ­ა­ძემ.

 

თა­მარ არ­ჩუ­ა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მგზავ­რებს პირ­ბა­დის ტა­რე­ბა აე­რო­პორ­ტის გარ­და, თვითმფრი­ნა­ვის ბორტზეც მო­უ­წევთ.

 

"ჩაფ­რე­ნის აე­რო­პორ­ტში კი, მგზავ­რებს მო­უ­წევთ იმ ქვეყ­ნის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა, სა­დაც გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან“,-გა­ნა­ცხა­და თა­მარ არ­ჩუ­ა­ძემ.

 

წაკითხვა 511 ჯერ