თურქეთი საზღვრებს ხსნის
თურქეთი საზღვრების სრულ გახსნას გეგმავს. თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მეჰმეთ ნური ერსოის განცხადებით, ივლისამდე ყველა ის ობიექტი განაახლებს მუშაობას, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებს.
მან ამის შესახებ CNN Turk-თან ისაუბრა.
”არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელმაც ტურისტული მიმართულებით სერტიფიკაცია თურქეთზე უკეთესად და საიმედოდ გააკეთა. დღეიდან თურქეთში ჩამოსვლა გერმანელ ტურისტებს შეუძლიათ. საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუმრები ჯანმრთელობის შემოწმებას გაივლიან. თუ რომელიმე ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საეჭვო იქნება, მას PCR ტესტს ჩავუტარებთ. ამ წესით შემოწმებას ტურისტები ანტალიის, ბოდრუმის, დალამანის, იზმირისა და სტამბოლის აეროპორტებში გაივლიან”, -განაცხადა ერსოიმ.
მინისტრის განცხადებით, საზღვრების გახსნის პროცესში ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი საჰაერო მიმოსვლის განახლებაა. იგი იმედოვნებს, რომ ივლისში ფრენების რიცხვი ბევრად გაიზრდება და დასძინა, რომ მსოფლიოს უმეტესს ქვეყანაში საჰაერო მიმოსვლის გახსნის პროცესი აგვისტოში დასრულდება.
სიახლეები
- “საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ” - სალომე ზურაბიშვილი
- “ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ს და უარი თქვას რადიკალიზმის წაყრუებაზე, წაქეზებაზე და დაფინანსებაზე” - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 სექტემბრისთვის
- ეკვადორის შვიდ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- საფრანგეთი ბიუჯეტის შემცირების გამო მასობრივ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს მართავს