"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჟურნალისტს საფრთხე არ დაემუქროს" - პრემიერი
საზოგადოებას აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, არ მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ საქმე უმოკლეს ვადაში უნდა გამოიძიოს.
„პირველი, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, კონკრეტულმა უწყებამ, მძიმე დანაშაული აღკვეთა. მეორე, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტას არანაირი საფრთხე არ დაემუქროს. ეს მათი პასუხისმგებლობაა და, ყველაფერთან ერთად, ეს ჩვენი დემოკრატიისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელია და მესამე - კონკრეტულმა უწყებამ, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადებში ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს და საზოგადოებას აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი უნდა მისცეს იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, არ მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენონ“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება