დღეს 19:00 საათზე აქცია - "ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" გაიმართება
დღეს, 19:00 საათზე "ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. აქციის მონაწილეები ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს გააპროტესტებენ.
ამავე ინფომაციით, აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ, აქციაში მონაწილეობის მსურველ პირებს გაითვალისწინონ და დაიცვან პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი ყველა რეკომენდაცია.
"დაიცავით 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია (ამისთვის დაგახვედრებთ სტიკერებს); მობრძანდით პირბადით, ვეცდებით ჩვენც დავურიგოთ მათ, ვისაც არ ექნება; ყველა სპიკერი გამოსვლის წინ შეგახსენებთ დისტანციის დაცვის მნიშვნელობას; მიკროფონს ჩაუტარდება დეზინფექცია ყველა გამომსვლელის წინ", - ნათქვამია განცხადებაში.
"20 ივნისიდან სირცხვილის და უსამართლობის ერთი წელი გავიდა.ზუსტად 1 წლის წინ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ პარლამენტში რუსი დეპუტატები შემოუშვა და ოკუპაციის კანონის დამრღვევ კომუნისტ გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაუთმო.
ზუსტად ერთი წლის წინ ეს ღიად კოლაბორაციონისტული ფაქტი ათასობით ადამიანმა პარლამენტის წინ გააპროტესტა და ხელისუფლებამ ეს ხალხი, რუსეთისთვის საჩვენებლად, სამაგალითოდ დასაჯა.
1 წლის წინ, 20 ივნისს საკუთარმა მთავრობამ მშვიდობიან მოქალაქეებზე დათვის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დილამდე ინადირა. შედეგად დაზარალდა 240-მდე ადამიანი და დააკავეს ასეულობით დემონსტრანტი. მხედველობა დაკარგა ხუთმა ადამიანმა. დაშავდა 40-მდე ჟურნალისტი. ხელისუფლების ეს ნაბიჯი ძალის გადამეტებად და არაპროპორციულ გამოყენებად შეაფასეს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"