მცხეთაში დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარზე და არაგვზე მიმდინარეობს
მცხეთაში დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარზე და არაგვზე მესამე დღეა უწვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მუშაობს 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი 7 გასაბერი ნავით.
მათი ცნობით, საძიებო პროცესში ჩართულია 2 ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა.
დრონის საშუალებით მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი. ცოცხალი ძალა მუშაობს როგორც წყალში, ასევე მდინარეების სანაპიროებზე.
მცხეთაში შექმნილია საველე სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი. მთელი ღამის განმავლობაში, მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მიმდინარეობდა თერმული დრონით მონიტორინგი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 20 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნისა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ, რამაც გამოიწვია მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა.
სიახლეები
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო