"აღარ დასრულდა ახალგაზრდების მიერ ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება" - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და ფეხბურთელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ტრაგედიაა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ.
„ვუსამძიმრებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და გამოვთქვამ დიდ მწუხარებას. ამ ქვეყანაში რომ აღარ დასრულდა ახალგაზრდათა შორის ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი ტრაგედიაა!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება