როდის გაიხსნება აუზები და ფიტნეს დარბაზები
ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ აუზებისა და ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და კორონავირუსის გავრცელებისგან დაცვის მიზნით შემუშავებული რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს.
შეხვედრას 30-მდე ფიტნეს დარბაზის, ღია და დახურული აუზის წარმომადგენელი ესწრებოდა.
„გრძელდება სამუშაო პროცესი სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან და გახსნის კონკრეტულ ვადებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ. რჩება შესათანხმებელი საკითხები სტანდარტებსა და რეგულაციებზე, რაც არის აუცილებელი წინაპირობა აღნიშნული სექტორის გასახსნელად.
მას შემდეგ, რაც მოხდება შეთანხმება რეგულაციებზე, ჯანდაცვის სამინისტრო შეამოწმებს ობიექტებს და დავრწმუნდებით, რომ სპორტული კომპლექსები იცავენ ეპიდემიოლოგიურ მოთხოვნებს, უმოკლეს ვადებში მოხდება ამ სექტორის ამუშავება,“ – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობის გახსნა მეექვსე ეტაპზეა დაგეგმილი.
ის, თუ კონკრეტულად როდის გაიხსნება აღნიშნული ობიექტები, თავად ინდუსტრიის წარმომადგენლებზე და იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ვადებში შეძლებენ შემუშავებულ რეკომენდაციებთან ადაპტირებას.
რეკომენდაციების ძირითადი პუნქტები უკვე დამტკიცებულია. სფეროს წარმომადგენლებს ორ ნაწილთან დაკავშირებით აქვთ პრაქტიკული რეკომენდაციები. ეს ეხება ბუნებრივ ვენტილაციასა და 8 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვებას.
ვარჯიშისას ფიტნეს დარბაზებში პირბადის ტარება საჭირო არ იქნება, თუმცა აუცილებელ მოთხოვნად განისაზღვრა პირსახოცების ერთჯერად პარკებში განთავსება, 2 საათში ერთხელ დასუფთავება და სოციალური დისტანცია.
ფიტნესცენტრების წარმომადგენლები განმარტებით, 8 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის მოაზრება გაუჭირდებათ.
ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ფიტნეს დარბაზები წინასწარი ინსპექტირებით, ეტაპობრივად გაიხსნას.
სიახლეები
- “ზურა გირჩის პარტიის წევრმა ხომ აღიარა, რომ დიახ, ჩვენ რევოლუციას ვამზადებთო? – რასაც ჩვენ ვამბობდით და რასაც უარყოფდნენ ეს მავნებლები” – ირაკლი ზარქუა
- ისრაელის არმიის ცნობით, თეირანში ცენტრიფუგების ქარხანა დაბომბეს
- “ოპოზიციონერების მხრიდან გირაოს გადაუხდელობაზე: ეს იმისთვის გააკეთეს, რომ შემდეგ ქალბატონი რაისა გამოვიდეს და თავისი რუსული აქცენტით თქვას, საქართველოში ოპოზიციის პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენო” - ზარქუა
- “ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, გიორგი გახარიამ საერთოდ არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში” - ირაკლი კობახიძე
- “ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა” ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, დააშანტაჟონ ქართველი ხალხი, ეს არის შანტაჟის მორიგი მცდელობა” - პრემიერი უვიზო მიმოსვლაზე