„არა დიდ ჰესებს“ - ნამოხვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში აქცია გაიმართა
,,არა კაშხალს“, ,,გაიღვიძეთ საფრთხეა“, „არა დიდ ჰესებს“, „ქუთაისი საფრთხეშია“ - ამ სლოგანებით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიის წევრები რუსთაველის ხიდზე შეიკრიბნენ. მათი თქმით, „ნამოხვანჰესის“ მშენებლობა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს და ქუთაისსა და მიმდებარე მუნიციპალიტეტებს საფრთხეს შეუქმნის. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ უარი თქვან კაშხლის მშენებლობაზე.
,,მე, როგორც ეკოლოგი და უფლებადამცველი ვაცხადებ, რომ დიდი ჰესების მშენებლობა იწვევს ტენიანობის მატებას, რაც ანადგურებს სოფლის მეურნეობას, ტურიზმის განვითარების პოტენციალს. ეს არის სეისმურად აქტიური მხარე, კაშხლის ნგრევის შემთხვევაში კი ქუთაისი მთლიანად დაიტბორება", - განაცხადა FirestNews.ge - თან საუბარში უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლამდე უარს აცხადებდა დიდ ჰესებზე, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველი სწორედ ჰესები მშენებლობა დაიწყო.

"ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დაპირება არ შეასრულა. დაპირება, რომ „ნამოხვანჰესი“ არ აშენდებოდა, შეიცვალა. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მხარი არ დაუჭირონ მსგავსი პროექტების განხორციელებას.
ყველა ვისაც აწუხებს ეს პრობლემა გამოვიდა და ვაცხადებთ უარს. დაუშვებელია დიდი ჰესის მშენებლობა, განსაკუთრებით მეწყერსაშიშ ზონაში,"- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.
აქციის მონაწილეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"