ზაზა სარალიძე ირაკლი შოთაძეს შეხვდა
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვდა.
სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, შოთაძემ მათ გამოძიების ფარგლებში ქმედითი ნაბიჯების გადადგმის პირობა მისცა.
"მომეცა შესაძლებლობა, ჩემი ხედვა და მოლოდინი წარმომედგინა მისთვის. მთავარი მესიჯი, რაც მივიღეთ, იყო ის, რომ გენერალური პროკურორი მზად არის გადადგას ქმედითი ნაბიჯები" - აღნიშნა ადვოკატმა.
ზაზა სარალიძემ გენერალურ პროკურორთან შეხვედრა 4 ივნისს მოითხოვა. მისი მოთხოვნაა, საქმე სამოხელეო დანაშაულის კუთხით გააქტიურდეს.
"მივმართავთ გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვთ ამაზე ინფორმაციას. ამავე დროს, ვითხოვთ, მოხდეს შეხვედრა. დეტალურად მივიღოთ ინფორმაცია. ჩვენ ვთვლით, რო ხორავას ქუჩის საქმეს ვერ მივიჩნევთ დასრულებულად, თუ არ მივიღებთ ყველა კითხვაზე პასუხს, მათ შორის სამოხელეო დანაშულთან დაკავშირებით", — განაცხადა მაშინ დაზარალებულის უფლებადამცველმა.
გარდა ამისა, ლონდარიძე სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე მომზადებულ ანალიტიკურ დოკუმენტს აქვეყნებს.
მისი განმარტებით, დოკუმენტით ადამიანის უფლებათა ცენტრი ცდილობს, ქრონოლოგიურად წარმოაჩინოს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ირგვლივ განვითარებული ყველა მნიშვნელოვანი სამართლებრივი თუ პოლიტიკური მოვლენა. მისი თქმით, დოკუმენტში შეფასებულია საგამოძიებო უწყებების მიერ გამოძიების ეტაპზე დაშვებული არაერთი შეცდომა თუ სავარაუდო დანაშაული, საქმესთან დაკავშირებული პოლიტიკური მოვლენები, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა და ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნა, მართლმსაჯულების ხარვეზები და ა.შ.
სიახლეები
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
 - “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი
 - აფეთქება მოხდა რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი ნავთობქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე
 - ტრამპმა არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა კონგრესმენ უილსონს, რომელსაც „ოცნება“ „დიპ სტეიტის აგენტს“ უწოდებს
 - 4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი