გიორგი შაქარაშვილის მეგობარი წვეულებაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ ახალ დეტალებს ყვება
გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი საბედისწერო წვეულებაზე მომხდარი ტრაგედიის ახალ დეტალებს AMBEBI.GE -სთან იხსენებს.
გოგონას ინფორმაციით, თბილისიდან "საქმის გასარჩევად" ჩამოსული უცნობები, რომლებსაც გიორგი შაქარაშვილი და მასთან მყოფი პირები მაგისტრალზე შეხვდნენ, "დიდი რკინებით შეიარაღებულები იყვნენ".
გარდაცვლილის მეგობარი ამბობს, რომ ამ დროს ფეხბურთელთან ერთად იყვნენ გუკა ამირხანაშვილი (ოქროს მოწმე) და ფოტოგრაფი, რომელიც იმავე წვეულებიდან მოდიოდა, საიდანაც შაქარაშვილი.
"წვეულებაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ გადავწყვიტეთ, ქეიფი ლისზე გაგვეგრძელებინა. ყველა ვერ ჩავეტიეთ მანქანებში. გიო, გუკა და ფოტოგრაფი გზაზე იდგნენ და ტაქსს ელოდებოდნენ. ეს ფოტოგრაფი გიოს და გუკას მანამდე არ იცნობდა. პირველად გაიცნეს ერთმანეთი წვეულებაზე. იუბილარის ახლო მეგობარია. შემთხვევით აღმოჩნდა მათთან ერთად გზაზე, ისიც ტაქსს ელოდებოდა.
ამ დროს მოვიდა თბილისიდან ავტომობილი, რომლის მარკაც არ ვიცი. როგორც ფაქტის შემსწრე მეგობარმა მიამბო, გადმოვიდნენ თუ არა მანქანიდან, მაშინვე იმ სამიდან ერთ-ერთ ბიჭს სახეში ჩაარტყეს. რომელს არ ვიცი. ხელში ეჭირათ დიდი რკინები და ამიტომ შეშინებიათ ბიჭებს და გაქცეულან. შეიარაღებულები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ, არ გაიქცეოდნენ.
გაიქცა ფოტოგრაფიც. მართალია ეს სამი არ იყო ჩხუბში ჩართული, მაგრამ მაინც გაიქცნენ, რადგან თბილისიდან ჩამოსულები დაესხნენ თავს. როგორც ვიცი, ფოტოგრაფმა დამალვა მოასწრო" - უყვება AMBEBI.GE-ს ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის მეგობარი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.
რესპონდენტის თქმით, გიორგი შაქარაშვილი წყალში თავად არ ჩავიდოდა, რადგან ცურვა არ იცოდა და წყლის ეშინოდა.
"თავისი ნებით არაფრით მიუახლოვდებოდა წყალს. არ იცოდა ცურვა. რაც შეეხება გუკას, მან იფიქრა, რომ მეგობარს გადავარჩენო და იმიტომ წაყვა თბილისისკენ თავდამსხმელებს. ამასობაში იქნებ დამალვა მოასწრონო. გიორგის ვინმე დაედევნა თუ არა, არ ვიცი. იმ ღამესვე დაგვირეკა ერთ-ერთმა მეგობარმა, რომლის ვინაობაც არ მახსოვს და გვიამბო მომხდარის შესახებ“, - იხსენებს გიორგი შაქარაშვილის მეგობარი.
სიახლეები
- კარტოფილის ღვეზელი
- “ზურა გირჩის პარტიის წევრმა ხომ აღიარა, რომ დიახ, ჩვენ რევოლუციას ვამზადებთო? – რასაც ჩვენ ვამბობდით და რასაც უარყოფდნენ ეს მავნებლები” – ირაკლი ზარქუა
- ისრაელის არმიის ცნობით, თეირანში ცენტრიფუგების ქარხანა დაბომბეს
- “ოპოზიციონერების მხრიდან გირაოს გადაუხდელობაზე: ეს იმისთვის გააკეთეს, რომ შემდეგ ქალბატონი რაისა გამოვიდეს და თავისი რუსული აქცენტით თქვას, საქართველოში ოპოზიციის პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენო” - ზარქუა
- “ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, გიორგი გახარიამ საერთოდ არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში” - ირაკლი კობახიძე