"მთავარი არხის“ ტარიფით, ამას 30-40 მილიონი ლარი სჭირდება" - ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ყველა ქვეყანა ცდილობს ჰყავდეს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების მცირე რიცხვი და, ამ დროს, ხელისუფლებას და ექიმებს ბრალს სდებენ, რომ ისინი ცდილობენ ხელოვნურად და დაუჯერებელი გზებით გაზარდონ კორონავორუსით გარდაცვალების შემთხვევები.
"მე გაკვირვებული ვიყავი 2 ფაქტის გამო - ერთი, რომ ეს იყო ტყუილი, რომელსაც ბოლო პერიოდში ანალოგი არ ჰქონია და მეორე, ჩემთვისაც გაუგებარი დარჩა, როდესაც ასეთ ტყუილზე მიდიხარ, მიზანი რა იყო. მე არ მგონია ვინმე სადმე ამას ცდილობდეს მსოფლიოში და თან ასეთი გზით, რომ ჭირისუფალი მოისყიდო და მისცე 10 000 ლარი. თუ ვინმეს გაზრდა მართლა უნდა, ამის სხვა მეთოდებიც არსებობს, მაგრამ ვის სჭირდება გაზრდა? საქართველო ამაყობს და სავიზიტო ბარათია ქვეყნის, რომ ევროპაში ყველაზე ცოტა გარდაცვლილი ჰყავს. ამას გვილოცავს და აღიარებს მთელი მსოფლიო. იმდენად მცირეა ჩვენთან გარდაცლილთა რაოდენობა, რომ მართლა რომ მოინდომოს ვინმემ, ვუჩვენოთ გაზრდილი რიცხვი და მივაღწიოთ გარდაცვალების საშუალო ევროპულ დონეს, „მთავარი არხის“ ტარიფით დაახლოებით 30-40 მილიონი ლარი დასჭირდება. ახლა წარმოიდგინეთ ამ ტყუილის მასშტაბები“- განაცხადა ცერცვაძემ „მთავარი არხის“ სიუჟეტზე საუბრისას განაცხადა.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება