"ჩვენ ვიმსახურებთ თავისუფალ მედიას" - ბათუმში აჭარის ტელევიზიასთან აქცია გაიმართა
ბათუმში აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტესტო აქცია ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული და მას აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების, „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „სამოქალაქო მოძრაობის“, "ლელოსა" და სხვა პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აქციაზე FirstNews.ge-ს ჟურნალისტიც იმყოფებოდა.
აქციის მონაწილეების თქმით, ტელევიზიის მენეჯმენტის მხრიდან ადგილი აქვს თავისუფალი ჟურნალისტების დევნას და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობას.
„ეს აქცია ეძღვნება იმას, რომ აჭარის მაუწყებელში სიტყვის თავისუფლება არის დასაცავი, მაუწყებლის დასაცავად საზოგადოების ყველა წევრი იკრიბება. ყველასია ეს მაუწყებელი, სამოქალაქო ინტერესის ჯგუფს წარმოადგენს, პოლიტიკურ პარტიაშია, აქტივისტია, თუ არასამთავრობო ორგანიზაციაშია, ყველა უნდა მოვიდეს და დაიცვას. ჩვენ თუ არ დავიცავთ, ჩვენ ნაცვლად არავინ გააკეთებს. მაუწყებელი ხელისუფლებისა და პოლიტიკური ინტერესებისგან არის დასაცავი. ათზე მეტი საქმეა სასამართლოში იმ თანამშრომლების, რომლებიც უსამართლოდ გაათავისუფლეს ან განდევნეს, ჩვენ ამას არ შევეგუებით და თავისუფლებას არ დავთმობთ“, – განაცხადა ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელმა, მალხაზ რეხვიაშვილმა.


სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"